top of page

კილანავას იურიდიული ოფისი

 დაარსდა 2007 წელს

კილანავას იურიდიული ოფისი დაარსდა 2007 წელს ადვოკატ თამაზ კილანავას მიერ. ამ თარიღს უკავშირდება ქართულ სამართლებრივ სივრცეში  იურიდიული ოფისის გამოჩენა, რომელიც მიმართულია დაიცვას კლიენტთა საუკეთესო ინტერესები. წლობით დაგროვილი გამოცდილება, მაღალი პროფესიონალიზმი, შედეგზე ორიენტირებულობა, სწრაფი მომსახურება და ყველასთვის ხელმისაწვდომობა, ეს ის თვისებებია, რაც გამოარჩევს და ამკვიდრებს კილანავას იურიდიულ ოფისს ქართულ სამრთლებრივ ბაზარზე. სწორედ ამიტომ მის სახელს  ასობით მოგებული სხვადასხვა სირთულის საქმე და კმაყოფილი ქართველი თუ უცხოელი კლიენტი უკავშირდება.

ჩვენი ხედვა:

იურიდიული მომსახურება ხშირად გაწელილ პროცედურებთან, არაკეთილსინდისიერებასთან და  სიძვირესთან ასოცირდება.

 

ჩვენი მიზანია, კომპეტენტურობა, რომელიც წლების განმავლობაში მოსამართლედ და ადვოკატად მუშაობის შედეგად დაგვიგროვდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და შევთავაზოთ მომხმარებლებს კვალიფიციური, სწრაფი და სრული იურიდიული მომსახურება სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალში.

DSC_0928 (2).JPG

თამაზ კილანავა

საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი

  • თამაზ კილანავამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1982 წელს.

  • 1983-1986 წლებში მუშაობდა თბილისის კალინინის სახელობის ქარხნის, შემდგომ კი საქართველოს მეცნიერთა აკადემიის იურისტად.

  • 1986-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო არბიტრაჟის სახელმწიფო არბიტრად და საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლედ.

  • 1999-2005 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

  • 2006-2009 წლებში ირიცხებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში.

  • 2007 წლიდან არის კილანავას იურიდიული ოფისის დამფუძნებელი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.

  • ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

იმეილი : info@kilanavalegaloffice.com ტელ: +995 599 51 39 77

ჩვენი იურისტები:

bottom of page